ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილთან საპროცესო შეთანხმება იმის გათვალისწინებით გაფორმდა, რომ მსჯავრდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და დაზარალებულს შეურიგდა, – ამის შესახებ „კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, შეთანხმება ალექსი პეტრიაშვილის თანხმობით გაფორმდა. პეტრიაშვილზე თავდასხმაში მსჯავრდებულს, 12 წლიანი პატიმრობის ნაცვლად 3 წლიანი რეალური და 4 წლიანი პირობითი მსჯავრი დაედო.
„2017 წლის 14 მარტს, მსჯავრდებულ ლევან მექვაბიშვილთან თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დაზარალებულ ალექსი პეტრიაშვილის თანხმობით და მისი პოზიციის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ლევან მექვაბიშვილმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და შეურიგდა დაზარალებულს, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ლევან მექვაბიშვილს საქართველოს სსკ 117 მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მეშვიდე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად“, -აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ ალექსი პეტრიაშვილს თავს 2016 წლის თებერვალში დაესხნენ. ცეცხლსასროლიიარაღით მას იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები