„ჩემი ყველა პორტრეტი გამოგონილი პერსონაჟია“ –  როგორც წერს და ხატავს ექვსი შვილის მამა ნიკო ლეჟავა ცხოვრების დამღლელ რიტმში

ოჯახიდან გამოჰყვა ყველა დადებითი თვისება. სკოლის პერიოდმა კი უამრავი საინტერესო გასახსენებელი დაუტოვა. 90-ანი წლების ყველა ტკივილმა და სიმწარემ მის თაობაზე გადაიარა. მაინც წერდა და ხატავდა…  
შემდეგ იყო ცხოვრების ქარტეხილები, რაც აისახა კიდეც მის მოთხრობებსა და რომანში. მის  მხატვრობას ახასიათებს ადამიანის პორტრეტის არატრადიციული მეთოდით აგება და შემოქმედებაში უხვად იყენებს
ლიტერატურა, ფილოსოფია, სოციოლოგია, აბსურდს… ამბობს, რომ მისი ბიოგრაფია მისივე ნახატებია, ისევე როგორც, მოთხრობები. –  მხატვრისა და მწერლის ნიკო ლეჟავას პერსონა.

– პიროვნება ოჯახიდან იწყება! უწესიერეს ოჯახში დავიბადე და გავიზარდე, ასე რომ, თუკი რამ დადებითი მაქვს, სათავეს ოჯახიდან იღებს.
ფაქტობრივად, საშუალო სკოლაც კი არ დამიმთავრებია და რომელ სტუდენტობაზეა ლაპარაკი!
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ წლებში ბევრი სიმწარე ვნახე, ნათელი წერტილებიც საკმაოდ იყო – კლასის დამრიგებელთან დღემდე ვმეგობრობ და ისევე მივმართავ, როგორც იმ დროს – ნარგიზა მას…
 აფხაზეთიდან დაბრუნებული მორწმუნე ქრისტიანი გახდით. რას იტყვით იმ პერიოდზე? რა გარდატეხა მოხდა თქვენში?
–  ჩემს ქრისტიანობაზე მინდა მოგახსენოთ: „მორწმუნე ქრისტიანამდე“, სამწუხაროდ, ბევრი მაკლია, ამ კუთხით ბევრს ვერაფერს დავიკვეხნი – როცა მრევლი მწყობრით მიდის, მათ მე ჩანჩალით მივდევ! რომ გადავერჩინე, ღმერთმა იმდენი სასწაული მომახვია თავს, უსინდისობა აღარ  მეყო იმისთვის, რომ ეკლესიის მიღმა დავრჩენილიყავი. „ცის სახლის“ მთავარი გმირის (პაპარაცის) მონოლოგში ჩანს მისი დამოკიდებულება ღმერთთან:
„მაპატიე, რომ ვერ ვივარგე…
მაგრამ შენ ხომ ისეთებიც გიყვარს,
ვინც ვერ ივარგა. მე შენ მიყვარხარ!“
მე „პაპარაცი“ არ ვარ, მაგრამ ღმერთთან დამოკიდებულებაში ჩვენი პოზიცია ერთმანეთს ჰგავს.
ახლა რაც შეეხება აფხაზეთის ომს – ომში მოვალეობის მოხდის მიზნით ჩავები, რადგან მან სამამულო ომის სახე მიიღო. მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ მასში ჩრდილოეთ კავკასიელი „ბოევიკები“ ჩაერთვნენ. აფხაზში ქართველი კაცის მტერს ვერ ვხედავ, ვერც მაშინ და ვერც ახლა! ეს არის თითიდან გამოწოვილი მტრობა. მით უმეტეს, მტერს ვერ ვხედავ ოსში, უფრო მეტიც, ყმაწვილობაში ოსი ისეთივე ქართველი მეგონა, როგორც ქართლელი, კახელი, იმერელი მეგრელი და სხვა დანარჩენი.
ბავშვობიდან წერდით, ხატავდით
– ხატვა უფრო ადრე დავიწყე, ვიდრე წერა, თუმცა ამას სერიოზულ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი – ეს არ იყო ჩემი მიზანი. და ვინ იცის, იქნებ არც ახლა არის?
მოთხრობათა პირველი კრებულიდანდღიურიფანტასტიკურფილოსოფიურ რომანამდეცის სახლიროგორ მიხვედით? ანუ რა განცდა იყო კრებულიდან კრებულამდე?
–  როგორ მივედი მოთხრობათა კრებულიდან „დღიური“ ფანტასტიკურ-ფილოსოფიურ რომანამდე „ცის სახლი“?  პასუხი ერთმნიშვნელოვანია: ტკივილით!!! (სამი ძახილის ნიშნით) თუმცა ახლა ამ ნიშნებს სმაილსაც დავუმატებდი…
რომანიცის სახლი“… რატომ უწოდეთცის სახლი“?
– „ცის სახლი“ ნაწარმოების უკანასკნელი ქვეთავის სათაურიცაა. ჩვენ ვცხოვრობთ მიწიერ სახლში და ის, რაც არ უნდა მოვრთოთ კომფორტით, მაინც მიწიერად დარჩება! არას რაღაც მასზე აღმატებული – ციური საცხოვრებელი! ციური საცხოვრებელი, ანუ „ცის სახლი“ სულით ფაქიზი, დაუმძიმებელი ადამიანებისთვისაა, და ასეთნი სხვაგან სად მეტად მოიძებნებიან, თუ არა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში!
ისინი ანგრევთ, ვისაც შენება არ შეგიძლიათ,ამბობთ რომანში. როგორ ფიქრობთ, 90-ანმა წლებმა რა მოიტანა 21- საუკუნის საქართველოსთვის?
– „ისინი ანგრევთ, ვისაც შენება არ შეგიძლიათ…“ – ვამბობ რომანში. ამის შესახებ გაუთავებელი ლექცია შეიძლება წაიკითხოს კაცმა, მაგრამ შეიძლება მოკლედაც ითქვას (მით უმეტეს, ამ თემაზე ნაწარმოებში გმირის ენით საკმაოდ ბევრი ვილაპარაკე). ასე რომ, მოკლედ ვიტყვი: ვინც მე-20 საუკუნის მიწურული საქართველოს დაუნგრია, მან 21-ის დასაწყისი ვერ აუშენა!
ხატვა როდის დაიწყეთ?
– ხატვა პატარაობიდან დავიწყე, მერე, მივატოვე… ისევ დავიწყე, ისევ მივატოვე… დავიწყე… მივატოვე… ასეთი პროცესი ცხოვრების პირობებმაც განაპირობა; ჯერჯერობით საქართველოში ერთი ადამიანი არ მოიძებნება ისეთი, ვისაც ჩემი  ნამუშევარი შეუძენია – არ ვაზვიადებ!   წარმოუდგენლად ცოტა ნახატი  დავხატე. რაც შეეხება „ნახატების გამოყოფას“, ეს საქმე დამთვალიერებლებისთვის მიმინდია.
თქვენს ნახატებში ადამიანებს უსწორმასწორო სახის ნაკვთები აქვთ…
– საერთოდ, სახის ნაკვთები ადამიანის ხასიათის წარმოჩენაში უმთავრესი „კომპონენტია“ და, აქედან გამომდინარე, მიხდება მისი სწორი მიმართულებით „დაჯღანვა“ . სხვათა შორის, კონკრეტულ ადამიანებს აღარ ვხატავ, ყველა პორტრეტი გამოგონილი პერსონაჟია, თუმცა მათში კონკრეტულ ადამიანთა ხასიათებს ვაქსოვ. ცხოვრებაში სულ ხუთი თუ ექვსი კონკრეტული ადამიანი დამიხატავს, მათგან ორი ავტოპორტრეტია, რომელიც აღარ არსებობს, გავანადგურე. ერთის მხრივ, ეს სახეირო საქმეცაა, ვერ მომედავებიან – რატომ დაგვჯღანეო!
ავეჯის მხატვრულ დამუშავებას მისდევთ. როგორ ასრებ ხატვას, წერას და სამსახურს ერთად?
–  ავეჯის რესტავრაციასთან დაკავშირებით რაიმე უნდა გითხრათ… ეჰ… – ამოვიოხრე. სიტყვა „მხატვრული რესტავრაცია“ მოჩვენებითი ცნებაა, ასე ვთქვათ, „კლიენტის“ მოსაზიდი, მაგრამ ამ კუთხით, სიმართლე გითხრათ, ვერც თავი მოვიტყუე, და ვერც – სხვა! (კიდევ ერთხელ ვისარგებლებ სმაილიკის ჩასმის უფლებით). აი, ის მწარე რეალობა, რაც ჩემს „რესტავრატორობასთან“ დაკავშირებით შემიძლია გითხრათ: ავეჯი მეზიზღება! მაგრამ ეს არის ოჯახის გამოკვების საშუალება, არჩევანი არ მაქვს. დღის ძირითადი ნაწილი მას მიაქვს და წარმოიდგინეთ, ამით რა დღეში მაგდებს?!
როგორ ვასწრებ ხატვას და წერას? ეჰ… (თქვენი ნებართვით, კიდევ ერთხელ ვისარგებლე ამოოხვრის უფლებით). ხატვის და წერის პროცესს მე მშობიარის მდგომარეობას შევადარებდი – რა საშუალებებით უნდა შეიკავოს ის, რაც თავისით მოედინება?!
დღის მანძილზე ფიზიკური შრომით დაღლილ-დაქანცული მაღვიძარას ვაყენებდი, რომ ღამით გამღვიძებოდა; დაღლილობის ხარისხიდან გამომდინარე ან ღამის ორ საათზე, ან სამ საათზე, ოთხს აზრი არ ჰქონდა, რადგან სადაცაა თავზე შემომათენდებოდა; და ვიწყებდი წერას, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – საწოლზე დაცემამდე! აი, ასე დაიწერა „ცის სახლი“, „პატარა ადამიანი“ და სხვები.
ოჯახზე გვიამბეთ
– ოჯახზე რა გიამბოთ? ექვსი შვილი მყავს და აქედან, მხოლოდ ერთია სრულწლოვანი. ფილმი „არაჩვეულებრივი გამოფენა“ არა წინათ, არამედ ახლა რომ გადაეღოთ, ვიტყოდი – ჩემი ოჯახი გადაუღიათ-მეთქი.
სხვათა შორის, ღამის საათებში წერა სიმყუდროვის საშუალებაცაა – კაბინეტი, სახელოსნო, ასეთი ფუფუნება სიზმარშიაც არ მინახავს!
აქ ბარემ იმასაც ვიტყვი, თუ რატომ მყავს მრავალი შვილი: ეს თვითმიზანი არ ყოფილა, უბრალოდ, მეუღლე რამდენჯერაც დაორსულდა, იმდენჯერ გააჩინა,  უკან არცერთი არ დაგვიბრუნებია!
რაზე ოცნებობთ?
–  რაზე ვოცნებობ? რა ვთქვა, როგორ ვთქვა? ისევ გალაკტიონს დავესესხები – „ოცნებაო, ჩემო ძველო…“
ჰობი
-ჰობი უცხო ხილია ჩემთვის, და მგონი – აკრძალულიც!
სამომავლო გეგმები
–  იმის მიუხედავად, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლოა მოხდეს, და კიდევ იმის გათვალისწინებით, რომ მაინცდამაინც პესიმისტი არ ვარ, ჩემდა სასიკეთოდ არაფერი არ შეიცვლება(!). ასე რომ, მომავალსაც უნდა გავუძლო!

თამარ შაიშმელაშვილი

   

   

    

  

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები