გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის შეხვდა.

მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტსა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმ პროგრესს მიესალმა, რომელსაც საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიაღწია.

გიორგი კვირიკაშვილმა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დეტალურად გააცნო. ყურადღება დაეთმო საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები