მიხეილ ჯანელიძე: უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობები ძალიან მჭიდროა
უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობები არის ძალიან მჭიდრო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის შემდეგ, უკრაინა საქართველოს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინა და საქართველო ასოცირებული სახელმწიფოები არიან, რომელთაც შიდა რეფორმების დღის წესრიგი აქვთ.
„უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობები არის ძალიან მჭიდრო. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ურთიერთობებს სახელმწიფოებს შორის, რომელიც ეფუძნება საერთო ინტერესს, მეგობრობასა და ევროპულ ინტეგრაციას. ვართ ასოცირებული სახელმწიფოები და გვაქვს შიდა რეფორმების დღის წესრიგი“,- განაცხადა ჯანელიძემ.