იან კელი: წინასაარჩევნო გარემო არის ძალიან კარგი და ჩვენ ამის გამო მოხარულები ვართ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი, საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს დადებითად აფასებს.
აშშ-ს ელჩი პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას მიესალმება, სადაც გიორგი კვირიკაშვილის ამბობს, რომ წლევანდელი თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში უნდა ჩატარდეს.
„წინასაარჩევნო გარემო არის ძალიან კარგი და ჩვენ ამის გამო მოხარულები ვართ. როგორც ვიცი, ამ დრომდე არანაირი პრობლემა არ შექმნილა. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან ახლო თანამშრომლობა და კავშირი საერთაშორისო დამკვირვებლებთან, როგორებიც არიან EUTO, NDI, IRI. მივესალმებით პრემიერ-მინისტრის მოწოდებას, რომ ეს იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ეჭვის საფუძველიც არ არსებობს, რომ ასეც იქნება”,- განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები