არჩილ კაიკაციშვილი: ოპოზიციური პარტიების მთავარ ამოცანად რჩება ვინ გახდება მეორე პოლიტიკური ძალა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარემ, არჩილ კაიკაციშვილმა საარჩევნო გარემო პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნების გარემო თავისუფალია. მისივე თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა ამომრჩეველს შესაბამისი საარჩევნო პროგრამა ვერ წარუდგინეს და მათი მთავარი ამოცანა, მეორე პოლიტიკურ ძალად გახდომაა.
„ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების გარემო თავისუფალია, თუმცა საარჩევნო გარემოში დაფიქსირებული ხარვეზების მიუხედავად, 2017 წლის არჩევნები ფინანსურად ნაკლებ კონკურენტუნარიანია. ხელისუფლებამ შეძლო თავისუფალი და თანაბარი შესაძლებლობებზე დაფუძნებული საარჩევნო გარემოს შექმნა. თუმცა 2017 წლის არჩევნბეის თავისებურებას წარმოადგენს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ანტიპარტიული განწყობები.
ოპოზიციურმა პარტიებმა ამომრჩევლებს ჩვენი აზრით, ვერ შესთავაზეს ახალი პოლიტიკური სახეები. საარჩევნო დაპირებებს ცვლილებების თაობაზეც აკლდა სტრუქტურირებადი ხასიათი, შესაბამისად პარტიების მთავარ ამოცანად რჩება ვინ გახდება მეორე პოლიტიკური პარტია, რომელსაც მოსახლეობა მხარდაჭერას გამოუცხადებს“, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები