ოთარ აბესაძეს გამოკვლევების ჩატარების მიზნით ჰოსპიტალში გადაიყვანენ

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის ყოფილ თანამშრომელს, ოთარ აბესაძეს სავარაუდოდ 23 ოქტომბერს ჰოსპიტალში გადაიყვანენ.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებულისთვის საფუძვლიანი გამოკვლევების ჩატარების მიზნით მისი ჰოსპიტალში მოთავსება თავად სამხარაულის ექაპერტიზის ბიუროს ექსპერტის მოთხოვნით მოხდება, სადაც ფსიქოლოგიური მდგომარეობის შემოწმებასთან ერთად სხვა სახის კვლევებსაც ჩაუტარებენ.
შეგახსენებთ, რომ აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.ის დღემდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები