თამარ ჟვანია: წინასაარჩევნო გარემო მშვიდია

ყოველი არჩევნებისთვის წინასაარჩევნო გარემო გაუმჯობესებულია,- ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ძალადობრივი ფაქტები და წინასაარჩევნოდ განსაკუთრებული დარღვევები, შემცირებულია.
“მშვიდია წინასაარჩევნო გარემო, თუმცა არის გარკვეული პრობლემები, რომელიც ძირითადად უკავშირდება სოციალური ქსელებით აგიტაციის საკითხებს, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხებს. ამასთანდაკავშირებით ჩვენ გვქონდა რეაგირება და ვთვლი, რომ ამ მიმართულებით კიდევ მეტად გვჭირდება მომავალში გაუმჯობესება”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები