სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიების შემომწირველების გამოკითხვებს აწარმოებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიების შემომწირველების გამოკითხვებს აწარმოებს, – ამის შესახებ განცხადება გენერალურმა აუდიტორმა,ირაკლი მექვაბიშვილმა გააკეთა.მექვაბიშვილის თქმით, გამოკითხვით, შემომწირველების შემოსავლების წყაროებს ადგენენ.
„შემოსავლებით პირველ ადგილზე არის „ქართული ოცნება”, მეორეზე „ევროპული საქართველო” და მესამეზე „პატრიოტთა ალიანსი”.
ეს ინფორმაცია დეტალურად არსებობს და ღიაა. მიმდინარეობს შემომწირველების გამოკითხვა, ვადგენთ მათი შემოსავლების წყაროებს. ეს პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 17 პირი გვყავს დაბარებული და დღესაც ხდება გამოკითხვა”, – განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.
​აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 1 ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. ამ დროის განმავლობაში პარტიების შემოწირულობამ 13 მილიონს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები