ირაკლი კობახიძე: ოპოზიციური პარტიები და დამოუკიდებელი კანდიდატები არ ახდენენ საკუთარი შემოსავლების და ხარჯების დეკლარირებას

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მმართველ გუნდს საარჩევნოდ ყველაზე მეტი შემოწირულობა აქვს. როგორც მან განაცხადა, ოპოზიცია შემოსავლებს და ხარჯებს მალავს.

„სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ოპოზიციური პარტიები და ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები არ ახდენენ საკუთარი შემოსავლების და ხარჯების დეკლარირებას და სწორედ ეს არის დიდი სხვაობის მიზეზი. „ქართული ოცნება” ახდენს თავისი ხარჯების და შემოსავლების დეკლარირებას, ეს არის ასახული შესაბამის დეკლარაციებში, რომელიც წარედგინება აუდიტის სამსახურს, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც სამწუხაროდ, მალავს თავის შემოსავლებს და ხარჯებს. ეს არის სამწუხარო რეალობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედურ ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, 1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ“  ჯამში 11,640,441.00 ლარის შემოწირულობა მიიღო, „ევროპულმა საქართველომ“ – 931,083.95 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 108,149.21 ლარი, „პატრიოტთა ალიანსმა“ – 63,142.00 ლარი, „ახალმა საქართველომ“ – 35,100.00 ლარი, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ – 31,486.00 ლარი, დომენტი სიჭინავამ – 50,150.00 ლარი, ალექსანდრე ელისაშვილმა – 31,431.00 ლარი, გულო ზუმბაძემ – 15,500.00 ლარი, სხვა საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში – 92,168.00 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები