კახეთში ახალგაზრდა ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 30 წლამდე ასაკის ქალი ოჯახის წევრებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სუიციდია.ქალს მცირეწლოვანი შვილი დარჩა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ექსპერტიზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები