ვაკეში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის 292 პროექტი განხორციელდა

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობით, ვაკის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს სხვადასხვა სახის სამუშაოების წარმოებაზე 2 369 834 ლარი დახარჯა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, 292 პროექტი განხორციელდა. ამის შესახებ „კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

„კერძოდ, 88 ლიფტს, 46 შიდა წყალ-კანალიზაციას, 33 ბრტყელ და 14 ქანობიან სახურავს, 23 კიბეს და 10 კარს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გარდა ამისა, 2 საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა. ასევე 19 კორპუსის სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია ჩატარდა, 10 სადარბაზო გარემონტდა და 12 სადარბაზოში სენსორი დამონტაჟდა. ამ დროისთვის, ვაკის რაიონში დამატებით 49 პროექტის განხორციელება მიმდინარეობს“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები