პრეზიდენტი: ამ გმირების თავდადება მაგალითია თითოეული მოქალაქისთვის

„ამ გმირების თავდადება მაგალითია თითოეული მოქალაქისთვის და ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე“,- ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აფხაზეთიდან 25 გმირის ცხედრის გადმოსვენების ფაქტს.

„დღეს მშობლიურ მიწას საბოლოოდ მივაბარეთ 25 გმირი, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა საქართველოს ერთიანობასა და თავისუფლებას. მათი თავდადება მაგალითია თითოეული მოქალაქისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდობისთვის. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა და ძალისხმევა არ დააკლო, რათა ეს შესაძლებელი გამხდარიყო.

მიხარია, რომ ამ ჰუმანური აქტით ის დიდი ტკივილი, რომელშიც ოჯახები წლებია ცხოვრობენ ცოტათი მაინც შემსუბუქდება“,- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები