აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს

სამების საკათედრო ტაძრიდან აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის ცხედარი უკვე გამოასვენეს. მთელი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში მიდიოდნენ მოქალაქეები, პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები, რომლებიც დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებდნენ.
მანამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაღუპულების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
25 გმირიდან 20-ს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, მამია ალასანიას ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, ხოლოდ დანარჩენ ოთხს სხვადასხვა ადგილზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები