ირაკლი კობახიძე: აფხაზეთში დაღუპულმა გმირებმა მოიტანეს დღემდე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი სამშობლოს ღირსება

„აფხაზეთში დაღუპულმა გმირებმა მოიტანეს დღემდე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი სამშობლოს ღირსება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად პატივი მიაგო აფხაზეთიდან გადმოსვენებულ ომის გმირებს.
„დღეს პატივს მივაგებთ აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს. ჩვენ მივუსამძიმრებთ მათ ოჯახებს. ამ ადამიანებმა მოგვცეს ჩვენ მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, სამშობლოსთვის თავდადებისა და ასეთი ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ასეთმა ადამიანებმა მოიტანეს დღემდე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი სამშობლოს ღირსება”, – განაცხადა კობახიძემ.
სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
აფხაზეთის ომის გმირებს გარდაცვალებიდან 24 წლის შემდეგ სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები