„იპოდრომის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილს რომ არ ეყიდა, იქ შეიძლება დღეს კორპუსები მდგარიყო”

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საქართველოს კეთილდღეობისთვის გაწეულ წვლილზე გაამახვილა ყურადღება.
“ივანიშვილზე იმის თქმა, რომ ის არ აკეთებს არაფერს, სასაცილოა. ძალიან ბევრი ქველმოქმედება და ინვესტიცია იქნა ამ ადამიანის მიერ განხორციელებული. სამ მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული საქველმოქმედოდ. რაც შეეხება იპოდრომის ტერიტორიას, ეს მიწა ბატონ ბიძინა ივანიშვილს რომ არ ეყიდა, დღეს იქ შეიძლება კორპუსები მდგარიყო და იგივე მდგომარეობა ყოფილიყო, რაც სპორტის სასახლის უკან ხდება. შესაბამისად, ის, რომ იქ დღეს კიდევ რეკრეაციული ზონაა, სადაც შეიძლება მომავალში პარკი აშენდეს და ალბათ, უახლოს მომავალში ჯგუფი გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას. რაც შეეხება იგივე თუნდაც ლაგუნა ვერეს, ანალოგიურად, “ქართუ ჯგუფი” იტყვის თუ რა გაკეთდება მომდევნო წლების განმავლობაში.
მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული-დღეის მონაცემებით 460 მილიონი დოლარის ინვესტიციები ხორციელდება იმ ჯგუფის, თანაინვესტირების ფონის მიერ. მინდა უბრალოდ ვთქვა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. ეს არის რუსთაველზე მდებარე ყოფილი უნივერმაღი, ეს არის ცეკავშირი, ეს არის თაბორის მთაზე 40 ჰექტარი რეკრეაციული ზონა.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს ეს ყველაფერი, რას აკეთებს ის ადამიანი, შესაბამისად, თაბორის მთაზე 40 ჰექტარი რეკრეაციული ზონა, ეს არის გოლფ კლუბი, ეს არის სასტუმრო მოსასვენებელი კომპლექსი. დღეს დაახლოებით 15 ათასი ადამიანია დასაქმებული ამ პროექტებზე.
მე რატომ ვამბობ ამას, ადამიანი, რომელიც ასეთ პროექტებს ახორციელებს, რა თქმა უნდა, იპოდრომსაც მიეხედება, რა თქმა უნდა, ლაგუნასაც მიეხედება, კეთდება ეს თანმიმდევრობით. ერთი ხელის მოსმით შეუძლებელია ადამიანმა ყველაფერი გააკეთოს”, – განაცხადა კახი კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები