კახა კალაძე: არავის ხელს არ ვაფარებ, ვიტყვი ჩემს მოსაზრებას, ნარმანიას უმძიმესი მემკვიდრეობა დახვდა

არ იფიქროთ, რომ ვდგავარ და თვითკმაყოფილი ვარ, არის ბევრი პრობლემა, რომელსაც უნდა მოგვარება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
მისი თქმით, თუ რაიმე შეცდომები იყო ხუთი წლის განმავლობაში თვითმმართველობის თუ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, იგი ამ პასუხიმგებლობას იზიარებს.
მერობის კანდიდატმა თბილისის მოქმედი მერის დავით ნარმანიას საქმიანობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდა.
„მე არავის ხელს არ ვაფარებ, ვიტყვი ჩემს მოსაზრებას, დავით ნარმანიას უმძიმესი მემკვიდრეობა დახვდა, მიუხედავად ამისა მან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.
თუმცა ბევრია პრობლემა, რომელიც აწუხებს დღეს თბილისს, თითოეულ მოქალაქეს. მე პასუხისმგებლობას არასდროს გავურბორდი და არც დღეს გავურბივარ, ასე ვაპირებ ცხოვრებას. სპორტის სფეროდან დაწყებული, მთელი ცხოვრება ასე მოვდივარ, სპორტშიც ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო გუნდურობა, მერწმუნეთ, გუნდის გარეშე შეუძლებელია რაიმე წარმატებაზე ფიქრი.
შესაბამისასდ, მე ვიზიარებ ჩემს წინ პასუხისმეგბლობას თუ რაიმე იყო შეცდომები ამ ხუთი წლის განმავლობაში თვითმმართველობის თუ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. რაც შეეხება დავით ნარმანიას დროს განხორციელებულ პროექტებს, დღეს გაიხსნა ახალი მეტროსადგური, რომელიც იყო ერთობლივი პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, 145 ახალი ავტობუსი, რომელიც იქნა შემოყვანილი, ახალი ბაღების მშენებლობა, ახალი აღმაშენებელი, კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
ძალიან ბევრი გაკეთდა, თუმცა პრობლემებიც არსებობს. არ იფიქროთ, რომ ვდგავარ და თვითკმაყოფილი ვარ, არის ბევრი პრობლემა, რომელსაც უნდა მოგვარება. ან არ იფიქროთ, რომ იმის ამბიცია მაქვს, რომ, როდესაც მერი გავხდები, ყველა იმ პრობლემის მოგვარებას შევძლებ, რომელიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა, მაგრამ იმის შემართება და იმის ამბიცია მართლა გამაჩნია ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პროექტები და პროგრამები, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ იქნება ყველასათვის თვალსაჩინო და თითოეული თბილისელისთვის ხელშესახები,-განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები