კალაძე ხოშტარიას: თქვენი ხელისუფლება ამაყობდა იმით, რომ ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა საპატრულო პოლიციის, ჯარის ეკიპირება

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად, არაერთი სამუშაო ადგილი შექმნა.
კახა კალაძემ გადაცემა „არჩევანში“ „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის მისამართით გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული პროექტებით ყოფილი ხელისუფლებაც ამაყობდა.
ამ კონტექსტში კახა კალაძემ პატრულისა და ჯარის ეკიპირების მაგალითები მოიყვანა.
„ბიძინა ივანიშვილს გაკეთებული აქვს ძალიან ბევრი ქველმოქმედება, სხვათა შორის თქვენი ხელისუფლებაც ამაყობდა იმით, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპირება, აღჭურვა განახორციელა–დააფინანსა ბიძინა ივანიშვილმა, მან დააფინანსა ჯარის ეკიპირება, ძალიან ბევრი ისტორიული ძეგლები დააფინანსა მან, ნამდვილად არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ეს გავატარო, ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ადამიანები“, –აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები