კახა კალაძე ალეკო ელისაშვილს – „არანაირი მორალური უფლება არ გაქვს, ღირსებაზე ისაუბრო, მატყუარა ხარ

“თვალებში კარგად შემომხედე და ისე ილაპარაკე. ღირსებაზე როგორ ლაპარაკობ?! არანაირი მორალური უფლება არ გაგაჩნია, ღირსებაზე ისაუბრო. მატყუარა რომ ხარ, ესეც წააგე”, – ამ სიტყვებით მიმართა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს ეთერში.
კახა კალაძემ სასამართლოს გადაწყვეტილება გაიხსენა და ალეკო ელისაშვილს შეახსენა, რომ მას საპარლამენტო უმრავლესობის წევრისთვის ეკა ბესელიასთვის 1000 ლარი აქვს გადასახდელი.
„თვალებში კარგად შემომხედე და ისე ილაპარაკე. ღირსებაზე როგორ ლაპარაკობ?! არანაირი მორალური უფლება არ გაგაჩნია, ღირსებაზე ისაუბრო. მატყუარა რომ ხარ, ესეც წააგე.
1000 ლარი გაქვს გადასახდელი ეკა ბესელიასთვის. სასამართლომ სიცრუეზე გამოგიტანა განაჩენი.
პოპულიზმზე გაქვს აწყობილი მთელი საარჩევნო კამპანია.
მე არ ვიტყუები. ალეკო ელისაშვილი, როდესაც ქალბატონ ბესელიას წინააღმდეგ მოქმედებდა, სარჩელი იყო სასამართლოში შეტანილი და გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები