კახა კალაძის თქმით, ალეკო ელისაშვილის მთელი საარჩევნო კამპანია პოპულიზმი და ტყუილია

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, მერობის ერთ-ერთ კანდიდატის ალეკო ელისაშვილის მთელი საარჩევნო კამპანია, მისი ზოგადად განვლილი ცხოვრება არის დაკავშირებული პოპულიზმთან და ტყუილთან.
აღნიშნული განცხადება კალაძემ “რუსთავი2”-ის ეთერში გადაცემა არჩევანში მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებზე ჟურნალისტ ნოდარ მელაძის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. მელაძის თქმით, ალეკო ელისაშვილი კახი კალაძის საარჩევნო შტაბს ოპონენტების წინააღმდეგ ფეიქგვერდების შექმნასა და მართვაში ადანაშაულებს.
“ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. სიცრუე სიახლე არ არის ალეკოსგან. თუ არსებობს ასეთი რამ, რაიმე დოკუმენტები, შეუძლია წარმოადგინოს. მე მაქვს ამის დოკუმენტაცია რამდენი ფეიკ გვერდები არის შექმნილი, რომელიც მუშაობს ჩემს წინააღმდეგ. მე მაქვს ეს აღწერილობა გაკეთებული და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადავეცი ინგლისურ ენაზე. ალეკო ელისაშვილის მთელი საარჩევნო კამპანია, მისი ზოგადად განვლილი ცხოვრება არის დაკავშირებული პოპულიზმთან და ტყუილთან”, – განაცხადა “არჩევანში” კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები