“ჩემი მერობის პირობებში, არც ერთი საცხოვრებელი ნებართვა არ გაიცემა პარკების, სკვერების, სპორტული მოედნების, საზოგადოებრივი სივრცეების ხარჯზე“

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისში ეკოლოგიური კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად კომპლექსური მიდგომებია საჭირო.
როგორც კახა კალაძემ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, ამ კუთხით ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღებაა.
თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა მართლაც მძიმეა.
„ზოგადად, როდესაც ეკოლოგიაზე ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომები, პირველი რაც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის ეს არის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება. რომ ქალაქის ქაოტური განაშენიანება დავასრულოთ, რადგან ეს ეკოლოგიური მიმართულებით იწვევს ძალიან სერიოზულ პრობლემას. გამონაბოლქვი და სამშენებლო მტვერი არის უმთავრესი პრობლემა. დაახლოებით ათას 400 მდე მცირე და საშუალო ზომის სკვერია თბილისში და ელემანტარულად, რომ შევიდეთ ნებისმიერ სკვერში ვნახავთ, რომ მწვანე საფარი სკვერების დიდ რაოდენობაში არ არის არის მხოლოდ და მხოლოდ გრუნტი და გრუნტის მტვერი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი შვილებისთვის, შესაბამისად მწვანე საფარს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. დაგეგმილი გვაქვს ათას ოთხასივე მცირე და საშუალო სკვერის რეაბილიტაცია, თორმეტივე დიდი პარკის განახლება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაპირებთ დენდროლოგიური პარკის სრულ რეაბილიტაციას, მართლაც საოცარი ბუნებაა და მჯერა,რომ თითოეული თბილისელისთვის იქნება ერთ–ერთი საუკეთესო ადგილი, ასევე დაგეგმილი გვაქვს მზიურის რეაბილიტაცია იცით, რომ 13 ივნისის სტიქიის შემდეგ სერიოზული პრობლემა შეექმნა ამ პარკს და განახლებას საჭიროებას, ასევე გვინდა ზოოპარკის ტერიტორია დავუკავშიოთ საფეხმავლო ხიდით და თვითონ ზოოპარკის გადატანას ვაპირებთ თბილისის ზღვარზე.რაც შეეხება მშენებლობებს კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩემი მერობის პირობებში, არც ერთი საცხოვრებელი ნებართვა არ გაიცემა პარკების, სკვერების სპორტული მოედნების და საზოგადოებრივი სივრცეების ხარჯზე ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“,–განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები