კალაძე გუგავაზე: ერთადერთი ხელისუფლება ვართ, ვინც ამ ვაჟბატონს ხელფასს არ უხდის (ვიდეო)

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების გარდა, წინა ხელისუფალნი “ლეიბორისტებს” ხელფასს უხდიდნენ.
ამის შესახებ კალაძემ “არჩევანში” მიმდინარე დებატებისას გიორგი გუგავას მისამართით განაცხადა.
“ერთადერთი ხელისუფლება ვართ, ვინც ამ ვაჟბატონს ხელფასს არ უხდის. დაწყებული სააკაშვილიდან, შევარდნაძე და ყველა ხელისუფლება მას ხელფასს უხდიდა”, – განაცხადა კახა კალაძემ გიორგი გუგავას მისამართით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები