“მაქვს დოკუმენტაცია, როგორ და რამდენი “ფეიკგვერდებია” ჩემს წინააღმდეგ შექმნილი”

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა, მმართველი პარტიის მიერ დედაქალაქის მერობაზე წარდგენილი კანდიდატი, კახა კალაძე მის მიმართ, სოციალურ ქსელში მადისკრედიტირებელი გვერდების შექმნაში დაადანაშაულა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ იმართება თუ არა აღნიშნული პროცესები კახა კალაძის შტაბიდან, “ქართული ოცნება – დემოკრტიული საქართველოს” მერობის კანდიდატი პასუხობს, რომ ეს სიცურეა.
“ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. თუმცა, ეს სიახლე არ არის ალეკოსგან, მთელი საარჩევნო კამპანია და ზოგადად მისი განვლილი ცხოვრება არის დაკავშირებული პოპულიზმთან და ტყულთან. თუ არსებობს ასეთი სახის რაიმე დოკუმენტები, შეუძლია, წარმოადგინოს. მე მაქვს ამის დოკუმენტაცია როგორ და რამდენი “ფეიკგვერდებია” შექმნილი, რომელიც მუშაობს ჩემს წინააღმდეგ. მე მაქვს ეს გაკეთებული და საერთაშორისო ორგანიზაციებს ინგლისურ ენაზე უკვე გადავეცი, რაც შეეხება ტყუილს და პოპულიზმს, მე არ ვიტყუები”,- განაცხადა კახა კალაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები