კახა კალაძის თქმით, მერობის სხვა კანდიდატები მასზე საუბრობენ და არა პროგრამაზე

„ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, ტელე „იმედში“ თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებზე კანდიდატების ნაწილი, მთელი გადაცემა მასზე საუბრობდა და არა საკუთარ პროგრამაზე.
ამის შესახებ კახა კალაძემ „რუსთავი2“-ზე გადაცემა არჩევანში თბილისის მეორობის კანდიდატებს შორის დებატებზე განაცხადა.
„სხვათაშორის, ქალბატონი ელენესი მართლა მიკვირს, იმიტომ, რომ, მე თქვენ გიცნობთ, როგორც ინტელექტუალურ ქალბატონს და დღეს როგორც ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი, ისე საუბრობთ. სანამ სოციალურ საკითხებზე გადავალ, უბრალოდ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, მთელი დებატების განმავლობაში საუბრობდნენ ჩემზე და არა იმაზე, რას პირდება მოსახლეობას და რა კონკრეტული პროექტების განხორციელება აქვთ დაგეგმილი“, – განაცხადა გადაცემა “არჩევანში” კახა კალაძემ.
თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები