კახა კალაძე: დაგეგმილი გვაქვს, ყვითელი ავტობუსები 700 ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსით ჩავანაცვლოთ

დაგეგმილი გვაქვს, რომ არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი ჩავანაცვლოთ 700 ახალი ეკოლოგიურად სუფთა ატობუსებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გადაცემა „არჩევნებში“ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს.
„ჩვენ ყველამ ვიცით რაც აწუხებს თბილისს ტრანსპორტის მიმართულებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის სერიოზული პრობლემა. იგი არსებობს იმისთვის ის იყოს კომფორტული და არა პირიქით, როგორც არის დღეს არაკომფორტული, ყვითელი ავტობუსები კრიტიკას ვერ უძლებს , ჰაერის დაბინძურებაში სერიოზული ადგილი უკავიათ.შსაბამისად დაგეგმილი გვაქვს რომ არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი ჩავანაცვლოთ 700 ახალი ეკოლოგიურად სუფთა ატობუსებით. ვგეგმავთ ასევე მეტროსადგურების რეაბილიტაციას“,-განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, თუ საზოგადოებას რაიმე კითხვები გააჩნია, იგი მზად არის ყველა კითხვას პასუხი გასცეს.
„თუ საზოგადოებას გააჩნია კითხვები, მე მზად ვარ ყველა კითხვას ვუპასუხო. მე მოსახლეობას ვაძლევ პირობას, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვისაუბრებთ გაკეთებულ საქმეებზე, განხორციელებულ პროექტებზე და ეს ქალბატონი და ამის თანაგუნდელები ისუაბრებენ ჩვენ გაკეთებულ საქმეებზე,-განაცხადა კალაძემ მისი ოპონენტის ელენე ხოშტარიას მისამართით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები