კალაძე ხოშტარიას: გიცნობთ, როგორც განათლებულ ქალბატონს და “ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენელივით საუბრობთ

ქალბატონი ელენესი ძალიან მიკვირს, იმიტომ რომ მე თქვენ გიცნობთ, როგორც განათლებულ ქალბატონს და დღეს როგორც “ლეიბორისტული” პარტიის წარმომადგენელი ისე საუბრობთ, – ასე მიმართა პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, “ევროპული საქართველოს” მიერ დედაქალის მერიის არჩევნებზე წარმოდგენილ კანდიდატს ელენე ხოშტარიას.
თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, აღნიშნული დებატები ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გადაცემა “არჩევანში” შედგა.
ელენე ხოშტარიამ კახა კალაძეს პასუხად მოუწოდა, რომ მისი ინტელექტუალობის შეფასების ნაცვლად, ჯობია “ხალხს გასცეს პასუხი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები