კახა კალაძე: ჩვენ დედაქალაქი უნდა გადავიყვანოთ განვითარების ახალ რელსებზე

“ჩვენ დედაქალაქი უნდა გადავიყვანოთ განვითარების ახალ რელსებზე, – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, მისი გუნდი არჩევნების მეორე დღესვე დაიწყებს ამ მიმართულებით მუშაობას, რომ ეს პრობლემები იქნეს მოგვარებული.
„ჩემი საარჩევნო პროგრამა, რომელზეც ჩემი გუნდი თვეები მუშაობდა შედგება შვიდი ძირითადი პოლიტიკისგან. ეს არის ყველა ის პრობლემური თემები და მისი მოგვარების გზები რომელიც დღეს აქტუალურია დედაქალაქისთვის.
ჩვენ დედაქალაქი უნდა გადავიყვანოთ განვითარების ახალ რელსებზე. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი, ინფრასტრუქტურულად განვითარებული, ძველი თბილისის რეაბილიტაცია, ეს არის ახალი ტრანსპორტი და მოწესრიგებული სატრანსპორტო პოლიტიკა.
ეს არის ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება სწორი ეკონომიკური განვითარება ქალაქის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარება არ მოხდეს მხოლოდ ცენტრალური რაიონებში. ყველა ადამიანმა დედაქალაქი უნდა იგრძნოს საკუთარ ქუჩაზე, საკუთარ უბანში, შესაბამისად ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ქალაქის სწორ განვითარებას, თანაბარ განვითარება და არ ვიქნებით ორიენტირებული მხოლოდ ცენტრალურ რაიონებზე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდული მიმართულება, განათლება, სპორტი, კულტურა. შესაბამისად. ყველა ეს მიმართულება ჩვენთვის არის პრიორიტეტული”,- განაცხდა კახა კალაძემ. კალაძემ აქვე აღნიშნა, რომ აქვს თითოეული თბილისელის თანადგომის იმედი და თანაგუნდელებთან ერთად მზად არის ეს პროექტები განახორციელოს. “საკმაოდ ამბიციურ გეგმები გვაქვს, მაგრამ ეს არის ოთხწლიანი პროექტები, რომლებსაც განვახორციელებთ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად”,- აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები