უმრავლესობის წევრი მედიცინის სფეროში ხელფასების ზრდას ითხოვს

საპარალმენტო უმრავლესობის წევრის შოთა შალელაშვილის განცხადებით, უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის მოსაზრება, მეხანძრე-მაშველების ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს.
დეპუტატის თქმით, მისი ყურადღება მიიპყრო სამედიცინოს სფეროს წარმომადგენლების,კერძოდ მედიცინის მუშაკების ნაკლებად სახარბიელო შრომის ანაზღაურებამ.
“მე ვიტყოდი რომ აქ არის სავალალო მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო სფეროში ოპერირებადი სამედიცინო კომპანიები, პრაქტიკულად წარმოადგენენ კერძო სამეწარმეო სუბიექტებს და ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, სწორედ ბიზნესში ჩაურევლობაა, მიმაჩნია, რომ ბიზნეს სექტორთან კონსულტაციის გზით უნდა შევძლოთ ექიმებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების, ასევე შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფა. ექიმები, პედაგოგები, სამართალდამცავები, მეხანძრე-მაშველები, სხვა პროფესიის მქონე პროფესიონალებთან ერთად, წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ხერხემალს, შესაბამისად ჩვენ, ყურადღების მიღმა არ გვრჩება მათზე ზრუნვა და სრული პასუხისმგებლობით ვაცნობიერებთ ცვლილებების საჭიროებას, რისი დასტურიც, ბატონი თალაკვაძის დღევანდელი განცხადებაა”, -განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები