ალეკო ელისაშვილი: თუ ამომრჩევლის წინაშე თავს შევირცხვენ, “გავქრები”

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი პირობას დებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, თუ მან ოთხი წლის განმავლობაში ამომრჩევლის წინაშე დანაპირები ვერ შეასრულა, “საჯარო სივრციდან გაქრება”.
როგორც ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს ეთერში განაცხადა, თუ იგი ამომრჩევლის წინაშე თავს შეირცხვენს იგი “საჯარო სივრციდან გაქრება”.
ამასთან, თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონკურენტებს მოუწოდა, რომ ანალოგიური პირობა ამომრჩეველთან მათაც შეასრულონ.
„მე ჩემს კონკურენტებს მივმართავ, რომ დაპირებების ზუსტი კალკულაცია წარმოაჩინონ. მე ვდებ პირობას, რომ თუ ჩემს დაპირებებს ვერ შევასრულებ, ოთხი წლის შემდეგ აუცილებლად გავქრები საერთოდ საჯარო სივრციდან, თუ მე ვიქნები შერცხვენილი ერის წინაშე. ანალოგიური პირობის დადებას მოვუწოდებ სხვებსაც. ერთი, რომ წარმოადგინონ დაპირებების ზუსტი კალკულაციით, ჩვენი პროგერამების და ჩვენი გეგმების და მეორე დავდოთ ყველამ პირობა, რომ თუ ჩვენ ვერ შევასრულებთ დაპირებებს და თავს შევირცხვენთ, საერთოდ აღარ გამოვჩნვდეთ საჯარო სივრცეში“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები