გიორგი მარგველაშვილი: დღეს ქვეყნებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის ინტენსიფიკაციისათვის წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იტალიაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები შეაფასა და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყნებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის ინტენსიფიკაციისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წინ.
იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან და იტალიის სენატის თავმჯდომარესთან ქვეყნებს შორის ურთიერთობის ის პერსპექტივები განიხილეს, რომელიც შეიძლება ჰქონდეს საქართველო-იტალიის თანამშრომლობას.
“ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს სრული ჰარმონია უმნიშვნელოვანეს საკითხებთან მიმართებაში, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ევროატლანტიკურ გზას, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას უკავშირდება. მაგრამ არსებობს, ურთიერთობების გასაღრმავებლად ძალიან დიდი პოტენციალი, მრავალი მიმართულებით – ეკონომიკური, კულტურული, განათლების, პოლიტიკური თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიმართულებით. ამ თვალსაზრისით ჩვენ ნამდვილად გადავდგით წინ ნაბიჯი და დავსახეთ კიდევ უფრო აქტიური დღის წესრიგი ჩვენი სამომავლო თანამშრომლობისათვის”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები