პრემიერ-მინისტრი 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბრიუსელში 24 ნოემბერს გაიმართება.

მოწვევას, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის საბჭოდან მიიღო, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი აწერენ ხელს. სამიტზე განიხილება როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების და პროგრამების იმპლემენტაციის პროცესი, რომელიც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ძალისხმევით წარმატებით განხორციელდა, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გადასადგმელ შემდგომი ნაბიჯები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები