არჩილ თალაკვაძე: იმ მხარდაჭერით, რაც მოსახლეობის მხრიდან გვაქვს, პირველი ტურში გამარჯვებას შევძლებთ

„იმ მხარდაჭერით, რაც მოსახლეობის მხრიდან გვაქვს, პირველი ტურში გამარჯვებას შევძლებთ“, – ამის შესახებ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქე არჩევნებზე მივიდეს, რადგან თითოეული ადამიანის ხმამ მნიშვნელოვანი ღირებულება შეიძინა.
„ოპოზიციის ბრალდებები მხოლოდ და მხოლოდ იმის გადაფარვას ემსახურება, რაც თბილისის მერობის კანდიდატების დებატებისას ვნახეთ. ჩვენ დავინახეთ, რომ პრაქტიკულად, ყველა კანდიდატი კახა კალაძეზე საუბრობდა, ხოლო კალაძე თბილისის მომავალ განვითარებაზე, საკუთარ პროგრამასა და იმ პროექტებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს.
მომდევნო წლების განმავლობაში, ოპოზიცია ჩვენზე ისაუბრებს, ხოლო ჩვენ იმ გეგმებისა და პროგრამების გადაჭრაზე, რაც მოსახლეობას აწუხებს. იმ მხარდაჭერით, რაც მოსახლეობის მხრიდან გვაქვს, პირველი ტურში გამარჯვებას შევძლებთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე არჩევნებზე მოვიდეს. თითოეული ადამიანის ხმამ მნიშვნელოვანი ღირებულება შეიძინა”, – განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები