ზუგდიდში ბიზნესმენი დაჭრეს

ზუგდიდში ბიზნესმენი ლევან ქუჩულორია დაჭრეს. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ის საკუთარი სახლის ეზოში დაჭრეს. ქუჩულორია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტყვია მას მუცელში, წვივსა და ბარძაყის არეში მოხვდა. ლევან ქუჩულორიას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (მკვლელობის მცდელობა) არის აღძრული. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები