ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხერპლა

 

გორის რაიონის სოფელ შინდისში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა.
„კვირას“ ინფორმაციით, 2 წლის პატარა დედასთან ერთად მანქანის წინა სავარძელზე იჯდა. იგი ადგილზე დაიღუპა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები გორის საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები