შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო (ფოტო, ვიდეო)

შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 295 წვევამდელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის ეზოში სამხედრო ფიცი დადო.
ფიცის დადების ცერემონიას შს მინისტრის მოადგილეები – მერაბ მალანია და დავით ვარდიაშვილი, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები და წვევამდელთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ახალწვეულებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს, შემდეგ კი წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ხსოვნას.
ფიცის დადების პარალელურად, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 25 წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეს საპატიო სიგელები გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ დემობილიზაციას დაქვემდებარებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებიდან ორი წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურე შეარჩია, რომლებიც ამავე დეპარტამენტში, სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმდებიან.
ახალწვეულები შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან, შესაბამისი წვრთნების შედეგად, სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ახალწვეულები, ასევე, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით და უფასო კვებით, ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით და მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები. გადაეცემათ შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, ისინი შსს-ს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები