„გორგიას“ დირექტორის გატაცების მცდელობისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

საქალაქო სასამართლომ ჰიპერმარკეტ “გორგიას” დირექტორის, გია გორგოშაძის გატაცების მცდელობისთვის დაკავებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დაცვის მხარე ოთხივე ბრალდებულებისთვის 5-5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამმდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ გორგოშაძის გატაცების მცდელობაში ბრალდებული პირები მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას აიყვანა. ისინი ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 29 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები