თბილისში ფაროსანას მოსაზიდ ხაფანგებს ამონტაჟებენ

აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციისა და არეალის დადგენის მიზნით დედაქალაქში მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები პარკებში, ბაღებსა და ტყე-პარკებში სპეციალურ მოსაზიდ ხაფანგებს (ფერომონებს) ამონტაჟებენ. ლოკაციები  თბილისის მერიასთან შეთანხმებით შეირჩა.  მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, მავნებლის გამოვლენის შემთხვევაში, თბილისის მერიასთან და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები.

ამასთან, გრძელდება სრულმასშტაბიანი მონიტორინგი. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 21 ათასი მოსაზიდი ხაფანგი და მოქმედებს ცხელი ხაზი (15-01).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები