დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა ჩვენება არც მოსამართლის თანდასწრებით მისცეს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა: პაატა მეხრიშვილმა, მიხეილ რამიშვილმა და სულხან კომახიძემ პროკურატურას ჩვენება არც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცეს. შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან სულხან კომახიძემ გააკეთა.
„ფაქტია, რომ სასამართლოში ჩვენების მიცემა შეწყდა. მე იგივე უფლება გამოვიყენე რაც მქონდა. სახელმწიფო ბრალდებას ეს რესურსი რასაც ახლა ხარჯავს, გიორგი მამალაძის ბრალდების საქმის ძიებისას რომ გამოეყენებინა, გიორგი მამალაძე დღეს უკანონო მსჯავრდებული არ იქნებოდა”, – განაცხადა სულხან კომახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები