რეჟისორის განცხადებით, ეკა გიგაური მართლმსაჯულებას ემალება

რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, შსს-ს ყოფილ მინისტრს, ივანე მერაბიშვილსა და შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსან ბადრი ბიწაძეს, სასამართლოში სიმართლის თქმით, შანსი ეძლევათ, საზოგადოების წინაშე დანაშაული მოინანიონ.
„პირველთან“ საუბარში ხაინდრავამ აღნიშნა, რომ ბნელ სისტემაში, ჯალათებს ფულადი პრემიებით ახალისებდნენ და ამ სისტემის მონაწილე იყო ეკა გიგაური, რომელიც ახლა სასამართლოსა და საზოგადოებას ემალება.
„ძალიან საინტერესო საქმეა. ერთ ბრძანებას ბიწაძე აწერს ხელს, მეორე ბრძანებას ივანე მერაბიშვილი. ვითარება ნათელია, ბატონი ბიწაძე, რომელიც არის ქალბატონ ნინო ბურჯანაძის ქმარი და რომელსაც ძალიან ხშირად დიდი მოთხოვნები აქვს 26 მაისთან დაკავშირებით და სწორედ მაგაზე აიწყო თავისი პოლიტიკური კარიერა. ამ ფონზე, თურმე მცირე დარბევა მოხდა 7 ნოემბერს, თუმცა ზუსტად ისე დაასახიჩრეს ხალხი, მაგრამ მაშინ მისი მეუღლე ბადრი ბიწაძე იყო, შს სამინისტროს მაღალჩინოსანი და სასაზღვრო დეპარტამენტის პოლიციის შეფი. ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია, რომ ამ დარბევაში მონაწილეობდა უამრავი სპეცდანიშნულების რაზმი. ერთ-ერთი ასეთი რაზმი იყო სასაზღვრო დაცვის სწრაფი რეაგირების წარმომადგენლები. ამ ბნელ სისტემაში, რომელშიც მერაბიშვილი მონაწილეობდა იყო ასეთი ძალიან ბოროტი – წესი ჯალათებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ხალხის დარბევაში მონაწილეობდა, როგორც წესი, ფულადი პრემიებით ახალისებდნენ. ეს ცნობილი ფაქტია, ახლა ბიწაძეს და მერაბიშვილს ეძლევათ შესაძლებლობა, არა იურიდიული თვალსაზრისით არამედ საზოგადოების წინაშე ბოლოს და ბოლოს, თქვან სიმართლე და ის ტვირთი, რომელიც მათ საზოგადოების წინაშე ადევთ მოინანიონ. იმიტომ, რომ მონანიება არ არის მარტო იურიდიული სუბსტანცია, ეს ზნეობრივი სუბსტანციაც არის. ამით მათ მართლმსაჯულების თვალსაზრისით არაფერი არ ემუქრებათ, განსაკუთრებით მერაბიშვილს, რადგან მას ამ თემაზე უკვე მიეზღო და პატიმრობას იხდის. ამაში მონაწილებდა ქალბატონი გიგაური და მან ეს ყველაფერი მშვენივრად იცის, მაგრამ ის ემალება საზოგადოებას მართლმსაჯულებას. ვიმეორებ, მერაბიშვილსა და ბიწაძე აქვს შესაძლებლობა საზოგადოების წინაშე ვალი მოიხადონ. ქართული საზოგადოება ძალიან მოწყალეა და ეს მათთვის შანსია“, – განაცხადა ხაინდრავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა და სასამართლო პროცესზე დაიკითხებიან ივანე მერაბიშვილი და ბადრი ბიწაძე.
საქმეზე მოსარჩელე მხარეა ეკა გიგაური ის რეჟისორ გოგა ხაინდრავას პატივისა და ღირსების შელახვაში ედავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები