შსს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას და ვიდეომასალას აქვეყნებს (ვიდეო)

არსებული ინფორმაციით, ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორის, გია გორგოშაძის გამტაცებლები ოჯახისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ. ამასთან დაკავშირებით, შსს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას და ვიდეომასალას აქვეყნებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედები თავდაპირველად გია გორგოშიძესთან ერთად, მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრის გატაცებასაც აპირებდნენ, თუმცა შემდეგ გეგმა შეცვალეს.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია წყნეთის გზატკეცილზე ჩაატარეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით, მოქალაქე გ. გ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა განიზრახეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები