ოზურგეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია – ბრალდებული დაკავებულია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მომხდარი მკვლელობა გახსნილია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ნივთმტკიცების სახით კი ამოღებულია მკვლელობის იარაღი – დანა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღაირებს.
შეგახსენებთ, რომ 42 წლის მამაკაცი ოზურგეთში გუშინ მოკლეს. მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. მამაკაცი საავადმყოფოში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები