„გვაქვს უფლება, არ მივცეთ ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ“ – მამალაძის ადვოკატებმა დაკითხვაზე უარი განაცხადეს

„კვირასთვის” ცნობილი გახდა, რომ „ციანიდის საქმეზე” დაკავებული გიორგი მამალაძის ორმა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ და მია ზოიძემ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს  და პროკურატურაში მისვლის დროს პროკურორებს და გამომძიებლებს განუმარტეს, რომ მათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქვთ უფლება არ მისცენ ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

ადვოკატებმა ამ მოტივით უარი განაცხადეს როგორც პროკურატურისათვის ჩვენების მიცემაზე, ასევე მოსამართლის წინაშე დაკითხვაზე.

აღნიშნული ინფორმაცია „კვირას” საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურა ე.წ. „ციანიდის საქმის“ გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები