საგამოძიებო სამსხურმა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხე – ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და ხის მასალის რეალიზაციასთან დაკავშირებული ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება – გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
როგორც “კვირას” საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირი, სამცხე – ჯავახეთის რეგიონში უკანონოდ ახორციელებდა ხის ჭრას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ხე – მასალის რეალიზაციას ყალბი სასაქონლო ზედნადებებს გამოყენებით ახდენდა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303 – ე მუხლის პირველი ნაწილით და 210 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები