ბორჯომსა და წაღვერში ნახანძრალი ტყის ტერიტორიის შემსწავლელი კომისიის სხდომა გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ბორჯომსა და წაღვერში ნახანძრალი ტყის ტერიტორიის შემსწავლელი კომისიის სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე ის აუცილებელი საკითხები განიხილეს, რაც ნახანძრალი ტყის სწორად აღდგენას ხელს შეუწყობს. ასევე, დაიგეგმა კომისიის საველე გასვლა ნახანძრალ ფართობებზე არსებული პრობლემების ადგილზე შესწავლის მიზნით.
კომისიის შემადგენლობაშია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები