გიორგი კვირიკაშვილი ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
პრემიერ-მინისტრი გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი კინოვარსკვლავის ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო. მჯერა, რომ ხალხის გულში ის მუდამ დარჩება ულამაზესი ქართველი ქალის სიმბოლოდ, რომელსაც დრო ვერ გაახუნებს. ვიზიარებ ლიკა ქავჟარაძის ოჯახის მწუხარებას, ვუსამძიმრებ მათ და მთელ საქართველოს“, –აღნიშნავს პრემიერ–მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები