გიორგი მარგველაშვილი: გულის სიღრმემდე შემძრა ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„გულის სიღრმემდე შემძრა ქართული კინოს ბრწყინვალე ვარსკვლავის, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ. სიცოცხლეშივე ლეგენდად შერაცხული, ლიკა ქავჟარაძე იმ იშვიათთაგანი იყო, ვინც ეკრანზე გამოჩენიდან მოყოლებული, უწყვეტად სარგებლობდა თითოეული ქართველის უპირობო სიყვარულითა და პატივისცემით.

მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად პატივს მივაგებ მის ხსოვნას და თანადგომას ვუცხადებ მისი ოჯხის წევრებსა და ახლობლებს“, –აღნიშნავს პრეზიდენტი.

ლიკა ქავჟარაძე დღეს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება.

მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ახლობლების ინფორმაციით, ლიკა ქავჟარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. მათივე ცნობით, მსახიობი სახლში მარტო იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები