ლიკა ქავჟარაძის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

მსახიობ ლიკა ქავჟარაძის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მსახიობი აბაშიძის ქუჩიდან რამდენიმე წუთის წინ გამოასვენეს.

ლიკა ქავჟარაძე დღეს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება.
მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ახლობლების ინფორმაციით, ლიკა ქავჟარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. მათივე ცნობით, მსახიობი სახლში მარტო იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები