ირაკლი კობახიძე ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“ქართულმა კინემატოგრაფმა და მისმა ერთგულმა მაყურებელმა უდიდესი და უმძიმესი დანაკლისი განიცადა – ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალება მხოლოდ მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების დანაკლისი არ არის.
ლიკა ქავჟარაძემ დატოვა ყველაზე მთავარი მსახიობისთვის – მისი შექმნილი სახეები, რომლებიც სამუდამოდ დარჩება კინოს ისტორიასა და კინომოყვარულთა ყველა თაობის მეხსიერებაში.
გულწრფელად ვწუხვარ და თანავუგრძნობ ყველას, ვისაც წლების განმავლობაში აღაფრთოვანებდა მისი სილამაზე, ნიჭი და სამსახიობო ოსტატობა,”- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები