ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ლიკა ქავჟარაძის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ლიკა ქავჟარაძის ცხედარი იპოვეს.

ცნობილი კინომსახიობის გარდაცვალების ფაქტი „კვირას“ შსს-ში დაუდასტურეს. სავარაუდოდ, ლიკა ქავჟარაძე ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

ცხედარი ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მსახიობის საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები