“ყაზბეგსა” და “ლაგოდეხში” ნარკოტიკული ნივთიერებები ოპიუმი და მარიხუანა აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,ყაზბეგი“ და ,,ლაგოდეხი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 9 – 10 ოქტომბერს, ეჭვის საფუძველზე, სამი აზერბაიჯანის და ერთი საქართველოს მოქალაქის ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერებები ოპიუმი (2.9 გრ.) და მარიხუანა (3.38 გრ.) აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები